ქუთაისის მერიის მედიკამენტებით
უზრუნველყოფის პროგრამაში სიახლეა. აღნიშნულის შესახებ ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ განაცხადა.
როგორც თვალთვაძე განმარტავს, თუ ადრე ბენეფიცარების ორი კატეგორია არსებობდა, 2018 წელს დახმარებას ერთი კატეგორია თანხის გაზრდილი ოდენობით მიიღებს.
“თუ აქამდე გვყავდა ბენეფიციარების ორი კატეგორია. ეს იყო 57 000 ქულამდე სოაცილურად დაუცველები, რომლებიც იღებდნენ ვაუჩერს 120 ლარის ოდენობით და მეორე კატეგორია, რომლებიც იყო 57 000-დან 70 000 ქულამდე და სარგებლობდნენ 70 ლარიანი ვაუჩერით. წელს გვეყოლება მხოლოდ ერთი კატეგორტია-0 დან 65 ათას ქულამდე სოციალურად დაუცველები, რომლებიც მიიღებენ 130 ლარიან ვაუჩერს. შესაბამისად, იმ ბენეფიციარებს, რომელთა ქულაც იყო 57 000-დან 65 000-მდე გაეზარდათ დაფინანსება,”-განაცხადა თვალთვაძემ.
მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამისათვის 2018 წლის ბიუჯტში 235 ათასი ლარია გათვალისწინებული.