ქუთაისის მერიაში მიმდინარე
გასაუბრება გუშინ დასრულდა. სამსახურის უფროსობისა და განყოფილების ხელმძღვანელობის მსურველებს ქალაქის მერი, მერიის იურისტი და ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილების წარმომადგენელი გაესაურბა.
11 გამოცხადებულ ვაკანსიაზე სულ 18 განაცხადი შეარჩიეს. მერიიდან მოწოდებული ინფორმაციით, გასაუბრებაზე 6 არ გამოცხადდა.
საბინაო სამსახურის მე-3 კატეგორიის სპეციალისტის თანამდებობა კვლავ ვაკანტური რჩება, რადგან აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადები არ შესულა.
სამსახურის უფროსების მერიაში 2 კვირის შემდეგ შეარჩევენ და დაამტკიცებენ.