ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო
გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. საავტომობილო გზების დეპატრამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის, ქუთაისი ტყიბული ამბროლაურის საავტომობილო გზის 71-ე კმ-ზე მიმდინარეობს ჩამოწოლილი ქვების გაბურღვა და აფეთქებითი სამუშაოები.
შეგახსენებთ, რომ 24 დეკემბერს, აღნიშნულ მონაკვეთზე ჩამოვიდა დიდი მოცულობის კლდოვანი მასა, რის გამოც მოძრაობა გადართულია სოფელ იწა და სოფელ ახალსოფელზე გამავალ საავტომობილო გზებზე.