27 დეკემბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო
“ბაგრატი-1003”-ის საპრეზენტაციო სივრცეში გაიმართება აქცია “გაახარე სიცოცხლე – დარგე ქართული სოჭი” .
აქციის ორგანიზატორი ჰოლანდიურ-ქართული კომპანია „Flora Westland” და ბერი ანდრიას სახელობის ფონდია
აქციის ფარგლებში ქუთაისში არსებულ საჯარო სკოლებს საჩუქრად გადაეცემათ კავკასიური სოჭის ნერგები.
აქციის ორგანიზატორების მიზანს წარმოადგენს მოუწოდონ საზოგადოებას არ მოჭრან ნაძვები და ალტერნატივის სახით ის ქართული გირჩის თესლისაგან გამოყვანილი სოჭის ხეებით ჩაანაცვლონ.
სასტუმრო ,,ბაგრატის” საპრეზენტაციო დარბაზში მოეწყობა სიმსივნით დაავადებული ბავშვების ხელნაკეთი ნივთებისა და „Flora Westland”ის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
აქციიდან შემოსული თანხა გადაირიცხება ბერი ანდრიას სახელობის ფონდში.