ვანის მუნიციპალიტეტში უამინდობამ პრობლემები შექმნა.
ადიდებულმა მდინარემ სოფლების, ზედა ვანისა და გადიდის დამაკავშირებელ ხიდს ბურჯი გამოაცალა. ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამანქანო გზაზე ამ დროისათვის მოძრაობა აკრძალულია. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი თვითმმართველობისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.
ფოტო: არქივი