აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა
სამეცნიერო კონფერენციას “ადამიანი, საზოგადება, სამყარო” უმასპინძლა.
კონფერენციის მონაწილეებმა მოხსენებები ჯემალ ქარჩაძის შემოქმედების მიხედვით მოამზადეს.
წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების გარდა, სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა ბონისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებმა, პროფესორებმა, მაგისტრებმა და ლიტერატურის კრიტიკოსმა კახა ჯამბურიამ მიიღეს.
კონფერენციას იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე დაესწრო.
სამეცნიერო კონფერენცია 9 დეკემბერს დაიხურება.