ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მოადგილეები წარადგინა.
ქუთაისში სამი ვიცე-მერი იმუშავებს. პოზიციები გიორგი იობაშვილმა, ნინო თვალთვაძემ და იუზა უგულავამ დაიკავეს.
გიორგი ჭიღვარიას განმარტებით, ვიცე-მერები პროფესიონალიზმისა და სუფთა წარსულის მიხედვით შეირჩნენ.
“მე მოვედი ჩემი გუნდით და მჯერა მათი ბიოგრაფიის, წარსულისა და პროფესიონალიზმის, ერთად ბევრ სასიკეთო საქმეს გავუკეთებთ ქალაქს. ვიცე-მერები მოტივირებულნი არიან, ემსახურონ ჩვენს ქალაქს და იზრუნონ მის წინსვლასა და განვითარებაზე,”-განაცხადა ჭიღვარიამ.
ქალაქის მერი მუშაობას 29 ნოემბერს შეუდგა.