“ლეიბორისტული პარტიის” ქუთაისის მერობის კანდიდატი

სამსონ გუგავა ქუთაისში არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს. ამბობს, რომ უბნებზე ბიულეტენები საარჩევნო ყუთებში ტოტალურად ჩაყარეს და ათი რაოდენობა ამომრჩეველთა რაოდენობას აღემატებოდა.

“მტკიცებულებები იყო წარმოდგენილი, რაც ადასტურებდა,რომ უბნებზე მოხდა ტოტალური ჩაყრა, მაგრამ ყრუ საარჩევნო კომისიამ არ მისცა უფლება გადათვლილიყო ბიულეტენები.პრეცენდენტს ვითხოვდი და ეს მისცემდათ საშუალებას თავის მართლების, მაგრამ კომისიები ივანიშვილის დავალებით იქცევიან”, – განაცხდა სამსონ გუგავამ.

#59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, უბნებზე “ლეიბორისტულ პარტიას ჰყავდა დამკვირვებლები, რომლებსაც საჩივარი არ დაუწერიათ. 

“”ლეიბორისტულ პარტიას” ყველა უბანზე ჰყავდა დამკვირვებელი. ამის შესახებ არცერთს საჩივარი უბანზე არ დაუფიქსირებია. ჩაყრასთან ან რაიმე გაბათილებასთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი არ შემოსულა. სიტყვით შეიძლება ბევრი რა ვთქვათ, მაგრამ ამას უნდა ჰქონდეს საფუძველი”,- განაცხადა ავთანდილ ოსეფაიშვილმა.

ქუთაისში საოლქო საარჩევნო კომისიამ გუშინ საჩივრებს განხილვა დაასრულა. კომისია პროცედურული დარღვევების შემხვევებში, ძირითადად საუბნო კომისიების თავმჯდომარეებისა და მდივნებისათვის სიტყვიერი გაფრთხილებებით შემოიფარგლა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *