ქუთაისის მერი შოთა მურღულია ქალაქში მდინარე ორასკურას
ადიდებას და მომხდარ სტიქიას გამოეხმაურა. მისი თქმით, მდინარემ ვერ შეძლო ამდენი ნალექის გატარება და ადიდდა.
” 12 საათში, ნალექის ის რაოდენობა მოვიდა , რაც დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში შეიძლება მოსულიყო. ეს არის ინფორმაცია, რომელიც გარემოს ეროვნული სააგენტოდან გვაქვს. მდინარე ოღასყურამ ვერ შეძლო ამდენი ნალექის გატარება და ადიდდა. ჩვენ ყველა გასასვლელი გავუხსენით მდინარეს, თუმცა მას ფიზიკურად არ ჰყოფნის დიამეტრი წყლის ასეთი რაოდენობის გასატარებლად. ეს არის სტიქია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო ათწლეულია ამხელა ნალექი არ ყოფილა ქალაქში. პირველ რიგში, სამაშველო სამსახურები მობილიზებულია საავადმყოფოებთან და სკოლებთან. მივლენ აუცილებლად ყველა იმ ოჯახში, რომელიც დაიტბორა და დახმარებას საჭიროებს. ასევე, დაითვლება ზარალი, რაც ქალაქს სტიქიის შედეგად მიადგა, “- აცხადებს შოთა მურღულია.