„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია ამბობს,

რომ  გამარჯვების შემთხვევაში მის გუნდთან ერთად შეეცდება, ქუთაისში მცხოვრები ქალები ისეთივე ბედნიერები იყვნენ, როგორც ეს ნორვეგიაში, შვეიცარიასა და შვედეთშია. თუმცა იმუშავებენ თუ არა გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე, ვიცე-მერად და სამსახურების უფროსებად ქალები ქუთაისის მერიაში, ჯერ ამას ვერ აკონკრეტებს.

 

„ქართული ოცნებას“ ქუთაისში 10 მაჟორიტარობის კანდიდატი ჰყავს წარდგენილი, მათგან ორი ქალია. მარეხ ნიჟარაძე კენჭს საფიჩხიის, ხოლო ელეონორა არჩაია კახიანოურის საარჩევნო ოლქებში იყრიან კენჭს. რა მდგომარეობაა საარჩევნო სიაში გენდერული ბალანსის კუთხით, ამას ჭიღვარია არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ პარტიაში გენდერი გათვალისწინებულია.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *