ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე სოციალური საცხოვრისის მშენებლობა დასრულდა.
ქუთაისის მერიაში რადიო “ძველ ქალაქთან” განმარტავენ, რომ სოციალური საცხოვრისში ბენეფიციარებს უკვე სექტემბრის პირველ ნახევარში შეასახლებენ.
“განაცხადების განხილვის პირველი ეტაპი დასრულებულია, შერჩეულია 400-ზე მეტი ბენეფიციარი. ესენი არიან ვინც აკმაყოფილებდა მოცემულ კრიტერიუმებს. ისინი ვინც ვერ აკმაყოფილებდნენ მოცემულ დებულებებს ყველა მათგანს გაეგზავნათ წერილობით უარი. უახლოეს პერიოდში დაიწყება ამ ოჯახებზე კონკრეტული ქულების მინიჭება და გამოვლინდება 48 ბენეფიციარი, რომელსაც ყველაზე მეტად ესაჭიროება თავშესაფარი,”-განაცხადა ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ნაკაშიძემ.
ვლადიმერ ნაკაშიძე ასევე განმარტავს, რომ შესაძლოა მერიამ დამატებითი ფართი ამავე შენობაში შეიძინოს და ბინებით 48 ბენეფიციარზე მეტი დაკმაყოფილდეს.