“არ გაამხილოთ, რომ თქვენი პარტია პარლამენტის
გადატანას ქუთაისიდან თბილისში აპირებს”,- განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა ამირან ძოწენიძემ. ამით მან ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებას საკრებულოს რიგით 33-ე სხდომაზე მიმართა, სადაც ერთ-ერთ საკითხს ევროკავშირის ახალი ინიციატივისათვის “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერთების თაობაზე განიხილავდნენ.
“არ გაამხილოთ ევროკავშირის წევრებთან, რომ თქვენი პარტია პარლამენტის გადატანას ქუთაისიდან თბილისში აპირებს. საპარლამენტო მდივანმა, ბატონმა მდინარაძემ გააკეთა ასეთი განცხადება, რომ ქუთაისს ალტერნატივას მოუძებნიან და მხოლოდ ამის შემდეგ წაიღებენ. ანუ ჩვენ ესე იგი პატარა ბავშვები ვართ და ერთ სათამაშოს მეორეთი ჩაგვინაცვლებენ. ეგ არის ძალიან ცუდი დამოკიდებულება საქმისადმი”, – განაცხადა ამირან ძოწენიძემ.
რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას ამირან ძოწენიძემ აღნიშნა, რომ საპარლამეტო უმრავლესობა კონსტიტუციას ახლა არღვევს და რომ ნატოს საპარლამენტო ასამბელა ქუტაიში უნდა ჩატარებულიყო.
“დეპუტატები ქუთაისში გასტროლებზე ჩამოდიან. მთლად კონსტიტუციას ვერ დაარღვევენ, კანონი ქუთაისში უნდა მიიღონ , თორემ ამ კანონს ძალა არ ექნება. წარმოიდგინეთ, რამხელა რამე დაკარგა ქუთაისმა. საქართველომ უმასპინძლა მსოფლიო დონის ფორუმი, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა. ყველა წესით და კანონით, ჩვენ რომ ქუთაისის მოძულე მთავრობა არ გვყავდეს პარლამენტში ეს ფორუმი ქუთაისში უნდა ჩატარებულიყო. ჯეიმს აპატურაიმ ხუმრობით აღნიშნა, მე როგორც ვიცი უნიკალური შენობა დგას სხვა ქალაქში, რომელსაც საპარლამენტო დედაქალაქი ქვია და ჩვენ თბილისში, სასტუმროში რატომ ვართ. 30 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია რომ მიეღო ქუთაისს მთელი დედამიწა ხომ გაიგებდა, რომ არსებობს ასეთი ქალაქი”,- განაცხადა ამირან ძოწენიძემ.