დღეს, ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში
ფრანგი მწერლის ჰექტორ მალოს “უსახლკაროს” მიხედვით შექმნილი ერთმოქმედებიანი პიესის “ცისფერი კოცონი” პრემიერა შედგა, რომლის რეჟისორი ეკატერინე სირაძეა.
“ეს იყო ორი თვის უბედნიერესი პერიოდი, ერთ ჯგუფად, ერთ სულად ვმუშაობდით და ვფიქრობ, რომ შედეგიც გამოვიდა. მე ვთხოვ ყველა ქუთაისელს და არამარტო ქუთაისელებს, რომ მოვიდნენ და ნახონ ეს სპექტაკლი,”-განაცხადა ეკატერინე სირაძემ.
სპექტაკლის მონაწილე გიორგი ქართველიშვილი აცხადებს, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღევანდელ სპექტაკლში მონაწილეობა.
” ძალიან კარგი სპექტაკლი გამოვიდა, ახალი სტილის თოჯინები იყო, ჩვენს თეატრში არ ყოფილა ჯერ მსგავსი სტილი და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მე ამ სპექტაკლში ვმონაწილეობდა,”- განაცხადა გიორგი ქართველიშვილმა.