შემთხვევა გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე შოთა მურღულიას საცხოვრებელ სახლთან მოხდა.
ავტომობილს გარე ხედვის სარკეები მოხსნეს.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ აღნიშნული ფაქტი პირველი შემთხვევა არ არის.
“ავტომობილზე სარკეები იყო მოტეხილი, ადგილზე გამოძახებული იყო საპატრულო ეკიპაჟიც. ჩვენ ქუჩაში მასეთი რაღაც პირველი შემთხვევა არ არის. მე ავტომობილს გარეთ ვტოვებდი და საბურავები დამიჭრეს, ამათ მანქანას ორჯერ დაუჭრეს საბურავები. ამ დილით დაახლოებით 10 საათი იქნებოდა თვითონ შოთა მურღულიაც აქ იყო, რომელიც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს ესაუბრებოდა,”-აცხადებს მეზობელი დემური ქაჯაია.
რადიო “ძველი ქალაქი” მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ განცხადებას აღნიშნულ ფაქტთან მოგვიანებით გააკეთებენ .