ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო “საქართველომ” წარმოადგინა კვლევა
“შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პოლიტიკური და საარჩევნო შესაძლებლობების გაძლიერება.”
კვლევა აღწერს არსებულ მდგომარეობას და აჩვენებს თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს სახელმწიფო, რამდენად ადაპტირებულია საარჩევნო უბნები, რამდენად სრულყოფილია მონაცემთა ბაზა და რა ღონისძიებებს ატარებენ შესაბამისი უწყებები შშმ პირთა პოლიტიკური უფლებების რეალიზაციის კუთხით.
“დღეს წარმოვადგინეთ დიდი კვლევის პირველი ნაწილი. ჩვენ კვლევის ფარგლებში ჩავატარეთ ინტერვიუები თავად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან, გამოვკითხეთ 30 შშმ პირი. მთავარი პრობლემების გამოიკვეთა და ესენია, ინფორმაციის ნაკლებობა, მათი დაბალი ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში, რადგან ისინი ნაკლებად არიან ინფორმირებულები საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით,”-განაცხადა ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო “საქართველო”-აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ხუხუამ.
პროექტს მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების სააგენტოს მიერ. დაფინანსებულია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის ფარგლებში.