ღვაწლმოსილი ქუთაისელი მხატვრების
შესახებ გადაცემა მომზადდება. ქუთაისის მერია სატელევიზიო გადაცემის მოსამზადებლად ტენდერს აცხადებს. სულ ღვაწლმოსილ მხატვრებზე 8 გადაცემა უნდა გავიდეს ეთერში. ამისათვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 4 ათასი ლარი გამოყო. გამარჯვებულმა ტელეკომპანიამ გადაცემა 1 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით უნდა მოამზადოს. სატენდერო წინადადებების მიღება14 მარს იწყება და 16 მარტს მთავრდება.