“გაზაფხული შემოსულა, ლენ!” – ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში
ქალბატონებს გაზაფხულის დადგომა მიულოცეს. ღონისძიებაზე სტუმრად ის ქალბატონების მიიწვიეს, რომელთაც ქალაქის წინაშე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით. ამ ქალბატონებმა დამსწრე საზოგადოებას გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცეს. “ბუნების დღესასწაული არაჩვეულებრივია, მაგრამ გაზაფხული გამორჩეულად ლამაზი. გამორჩეულად ყელმოღერებული, სიკეთის, სითბოს მფრქვეველი. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ მომიწვიეს ამ შეხვედრაზე. ვულოცავ ყველა ქალბატონს და მთელ ქვეყანას გაზაფხულის შემობრძანებას. ვისურვებდი, რომ ჩემი ქვეყანა გაზაფხულივით გაბრწყინებული ყოფილიყოს. ქალბატონები იყვნენ ყოველთვის ლამაზები, ყოველთვის კარგები და ვფიქრობ, უკეთესი იქნება ხვალინდელი დღე”,- განაცხადა დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის ექიმმა მაგული ჩხობაძემ.
გაზაფხულის დღესასწაულს ქალბატონებს ულოცავ მწერალი და პუბლიცისტი ცირა შალაშვილი, რომელმაც რადიო “ძველ ქალაქთან” ქალის მნიშვნელობაზე ისაუბრა. “როგორც მეცნიერები ამბობენ, ადამიანი მხოლოდ მაშინ ცოცხლობს დიდხანს, როდესაც ბედნიერებას ხშირად ეზიარება. გაზაფხული ძალიან გვეხმარება, რომ ბედნიერება გამოვიწვიოთ ჩვენს თავში. საერთოდ ქალს გაუმარჯოს. ვფიქრობ, ქალის შექმნაში პროგრესული იყო ბუნება. გილოცავთ გაზაფხულს მთელს ქუთაისს და მთელს საქართველოს”, – აღნიშნა ცირა შალაშვილმა.
8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა. ესაა ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული; პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში, ამერიკის სოციალისტური პარტიის დეკლარაციის შემდეგ აღინიშნა.
ამ დღეს მომხდარ ისტორიულ მოვლენათა შორის ერთ-ერთი უმთავრესი, რომელმაც მოძრაობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახადა ცნობილი, იყო “ტრაიენგლ შირტუეისტ” საფეიქრო ფაბრიკაში მომხდარი ხანძარი (ნიუ-იორკი, 1911), რომელმაც 140-ზე მეტი ქალი იმსხვერპლა.