ქუთაისში მძღოლების ორ დღიანი გაფიცვა დასრულებულია. საქალაქო ტრანსპორტი ჩვეული განრიგით
და აქამდე მოქმედი ტარიფით განაგრძობს მუშაობას,
ქუთაისის მერიის ,,სატრანსპორტო სამსახურის” უფროსი, ირაკლი ცხვედიანის თქმით მძღოლების გაფიცვა არასანქცირებული იყო და ისინი 100-100 ლარით დაჯარიმდნენ.
“52 ხაზი რაც არსებობს ქუთაისში არასანქცირებული გაფიცვის გამო მათ 100 ლარიანი ჯარიმები დაეწერათ. ხოლო რაც შეეხება მათ მუშაობას უკვე მუშაობა განაგრძეს. ფასის მატებასთან დაკავშირებით აი რომ ვთქვათ, რომ ასე ცალსახად ფასი იმატებს არის გამორიცხული. ჯერჯერობით ფასის მატება დღის წესრიგში არ დგას,”-განაცხადა ირაკლი ცხვედიანმა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მძღოლების ორდღიანი გაფიცვა გაიმართა.