ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში
ქალთა მხარდასაჭერი, სოლიდარობის აქცია გაიმართა.
აქციის მიზანს ქვეყანაში შექმნილი მძიმე გენდერული დისბალანსი, ქალთა უფლებების დარღვევბის, ოჯახში ძალადობის და გახშირებული ფემიციდის შემთხვევების შესახებ საზოგადოების ყურადღების კონცენტრირება წარმოადგენდა.
გენდერის მედიაცენტრის დირექტორის ქეთევან ბერძენიშვილის თქმით მხოლოდ რვა მარტს არ უნდა ხდებოდეს ქალბატონების უფლებების დაცვა და ნებისმიერ დროს ქალთა უფლებები დაცული უნდა იყოს.
“ჩვენ გვინდა, საზოიგადოებას შევახსენოთ რომ მხოლოდ რვა მარტს არ უნდა დავიცვათ ქალბატონები ნებისმიერ დროს ქალთა უფლებები დაცული უნდა. დღეს საქართველოში ისევ კლავენ ქალებს, დღეს ქალები არ არიან წარმოდგენილი მაღალთანამდებობზე,ცოტა ქალია წაემოდგენილი პარლეტში.უნდა მივხვდეთ იმას,რომ ქალი და მამაკაცი უფლებრივად არიან თანასწორნი,”-განაცხადა ქეთევან ბერძენიშვილმა.
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მმართველთა საბჭოს წევრის აკაკი საღინაძის თქმით ქუთაისის სამოქალაქო საზოგადოება 3 წელია სოლიდარობას უცხადებს ქალებს და უერთდება ქალთა საერთაშორისო დღეს.
“ზოგჯერ ეს არის საპროტესტო,ზოგჯერ სოლიდარობის აქცია. წლევანდელი წელი არის სოლიდარობის. დღესდღეობის საქართველოს მოქალაქეების 73% ფიქრობს, რომ ცოლი უნდა უჯერებდეს ქმარს. ხშირ შემთხვევაში ქალთა უფლებების დარღვევა ცუდად მთავრდება და ფატალური შედეგის მომტანია საზოგადოების ნებისმიერი ფენისთვის. ვუცხადებთ ბრძოლას დისკრიმინაციას და მხარს ვუჭერთ ქალებს, რათა დავიცვათ მათი უფლებები,”-აცხადებს აკაკი საღინაძე.