ქუთაისში 22 სკოლას
ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდება, – ამის შესახებ დღეს ქუთაისის სკოლის დირექტორებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის გავითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ თეიმურაზ მაჩაიძემ საუბრა.
“ჩემი ვიზიტი ემსახურებოდა ინფორმაციის მიწოდებას სკოლის დირექტორებისთვის, რა გვაქვს დაგეგმილი ინფრასტრუქტურის მიმართულებით მიმდინარე წელს. დაგეგმილია 22 სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია. მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები და ამის დასრულების შემდეგ გვეცოდინება ზუსტი თანხა, რაც რეაბილიტაციას დასჭირდება”,- განცხადა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის გავითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ თეიმურაზ მაჩაიძემ.
სკოლის დირეტორებმა სააგენტოს წარმომადგენელს თავიანთი სკოლების პრობლემები გააცვნეს. “კონკრეტუალდ ჩემი სკოლისათვის დაგეგმილია სახურავის შეკეთება, სველი წერტილებისა და სარინერის მოწყობა. სხვა პრობლემებიცაა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ჯერ ეს მნიშნელივანი პროგრამა მოგვარდება მიმდინარე წელს”, – განაცხადა მე-40-ე საჯარო სკოლის დირექტორმა ლია კუხიანიძემ.
შეხვედრას ქალაქის მერი შოთა მურღულია ესწრებოდა. მისი თქმით, სკოლები ხშირად მიმართავენ სხვადასხვა პრობლემებით სამინისტროსთან საშუამდგომლოდ. “თითოეული ამ პრობლემის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის მერიის კომპეტენცია მოგვმართავენ ჩვენ რომ ვუშვუადგომლოთ და ბევრი წერილი წასულა და დიდი მადლობა სამინისტროს, რომ ჩაერთო ადგილობრივი თვითმმართველობა და გვაქვს ინფორმაცია რა კეთდება. ჯამში 22 სკოლის სრული თუ ნაწილობრივი რეაბილიტაცია იგეგმება. ზოგნა გათბობის სისტემაა გასაკეთებელი, ზოგან გადახურვა და ა. შ. ზოგადად მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშნელოვანია სკოლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ჩვენ ჩვენი მხრიან ვცდილობთ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სკოლებს. გარე პერიმეტრი მოვაწესრიგოთ, მოედნები მოვაწესრიგოთ და ა.შ”, – განაცხადა შოთა მურღულიამ.
დეტალური ინფორმაცია, როდიდან დაიწყება უშუალოდ რეაბილიტაცია სკოლებში და რა თანხა იქნება ამისთვის განკუთვნილი, მას შემდეგ გახდება ცნობილი რაც საპროექტო სამუშაოების შემდეგ გახდება ცნობილი.