“მუსიკა ქარში”- ასე ჰქვია რეზო ჭეიშვილის
ავტობიოგრაფიულ რომანს და ახლა უკვე დოკუმენტურ ფილმს, რომლის პრეენტაციაც ქუთაისში, ოპერის თეტრში გაიმართა. საათსა და ათ წუთში რეზო ჭეიშვილის ცხოვრების, მოღვაწეობის, შემოქმედების ძირითადი მომენტებია თავმოყრილი.
ფილმის გადაღებები ქუთაისში, თბილისში და ქვიშხეთში მიმდინარეობდა. რეჟისორი ცისკარა ფაჩულიაა, იდეის ავტორი რიტა წაქაძე.
“როცა რაღაცის გაკეთება მთელი გულით გინდა, ის აუცილებლად გამოვა”,- განაცხადა რეჟისორმა ციკარა ფაჩულიამ და ფილმის შესახებ ისაუბრა:”დავასრულეთ ფილმზე მუშაობა. დაახლოებით 6 თვე და გვჭირდა ამ ყველაფრისთვის. ვიყავით თბილისში ჩაწერებზე, ვიყავით ქვიშხეთში გადავიღეთ ქუთაისში. ბატონი რეზოს ცხოვრებას და მოღვაწეობას რა ამოწურავს, მაგრამ მისი ცხოვრების და მოღვაწეობის ძირითადი მომენტები არის ამ ფილმში თავმოყრილი. ბედნიერებაა, რომ ამ კლასიკოსთან მქონდა შეხება და მასთან ერთად გადაწყდა ამ ფილმის გადაღება. როცა ფილმის სცენარი გავაკეთეთ და ბატონ რეზოს გავაცანით მოეწონა. როცა რაღაცის გაკეთება მთელი გულით გინდა, ის აუცილებლად გამოვა”,- განაცხადა რეჟისორმა ცისკარა ფაჩულიამ რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას.
ფილმის შესახებ ისაუბრა იდეის ავტორმა რიტა წაქაძემ: “მოგეხსენებათ რეზო ჭეიშვილი ძალიან დიდი პიროვნებაა და ჩვენ ძალიან შევეცადეთ ისე გვემუშავა, როგორც მას ეკადრებოდა. ჩვენ ბატონი რეზოს თანამედროვეები ვართ და ზოგი პირადად ვიცნობდით, ვინც არ იცნობდა ბევრი რამ იცის მის შესახებ. როცა დრო გავა და ვინმე დაინტერესდება ბატონი რეზოთი, ჩვენი მიზანი არის, იყო რომ გარკვეული ინფორმაცია მისცეს ამ ფილმმა მათ ბატონი რეზოს შემოქმედებაზე. ვფიქრობ, რომ ეს მიზანი შევასრულეთ”, – განაცხადა ფილმის იდეის ავტორმა რიტა წაქაძემ.
ფილმის “მუსიკა ქარში” პრეზენტაციას მწერლის ოჯხის წევრები ესწრებოდნენ. ჩვენება ამაღელვებელი აღმოჩნდა მწერლის მეუღლის, მარინა ვერულაშვილისათვის. “ძალიან კარგი ფილმი იყო. ეს იყო თბილი. ყველას ვუთხარი ძალინ დიდი მადლობა. ეს დაწყებული იყო მის სიცოცხლეშივე და ვერ მოესწრო, უნდა გაგრძელებულიყო მასთან ერთად გადაღება, მაგრამ ვერაფერ ვეღარ შევცვლით. ფილმი დარჩება სამუდამოდ. ამიტომ ყველას ძალიან დიდ მადლობას ვეუბნები. ძალიან მომწონა”, – განაცხადა მწერლის მეუღლემ მარინა ვერულაშვილმა.
ფილმი მსახიობმა ავთანდილ სახამბერიძემ სრულიად უსასყოდლოდ გაახმოვანა და პრეზენტაციაზე მწერალთან ერთად გატარებული დრო გაიხსენა: “დღევანდელი დღე შედგა. ბატონი რეზო ძალიან მიყვარდა. მე მანამდე ვიცნობდი მას, მაგრამ როცა სამხატვრო ხელმძღვანელად მოვიდა მაშინ კიდევ უფრო კარგად გავიცანი. ბოლო მემნტი იყო, ერთად ვიყავით ტაო-კლარჯეთში. ცხოვრებაში არ დამავიწყდება. ის ყოველკთვის იყო მაგალითის მიმცემი. არ მახსოვს რომელ ძეგლზე მივდიოდით, ძალიან დიდი აღმართი იყო. ვიფიქრე, რა მინდა იქით. ქონდარი ვნახე და იმას ვკრეფდი. გავხედე და ბატონი რეზო წინ მიდის ჯეელივით. გავიფიქრე, ავთანდილ სახამბერიძე სირცხვილი შენი, გავყევი და მართლაც ულამაზეს ადგილზე ავედით. ადგილი მართლაც პოეტური იყო. ბატონმა რეზომ მთხოვა რამე წაიკიტხეო, მე კი არ ვწერ, მაგრამ სხვის ლექსებს ვკითხულობ. ხანდახან აღმოვაჩენთ ჩვენს ირგვლივ ადამიანებს, რომლებიც თავისი დამოკიდებულებით, სიყვარულით, ნათელი აზროვნებით ძალიან ახლობელი არის. როცა ასეთი ნიჭიერი ხალხი არის ქუთაისში არ მოგინდება ამ ქალაქიდან წასვლა რაც არ უნდა გაგიჭირდეს. ლადო ასათიანს აქვს ასეთ სტრიქონები”საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ სწუხდნენ ამაზე” და მე ნამდვილად არ ვწუხვარ, რომ დავიბადე საქართველოში და ქუთაისში ვმოღვაწეობ”,- აღნიშნა ავთანდილ სახამბერიძემ, რომელმაც მადლობა გადამღებ ჯგუფს და მწერლის ოჯახს, მის მეუღლეს გადაუხადა.
ფილმის გადაღება ქუთაისის ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა.ფილმის ბიუჯეტი 2 ათას 900 ლარი იყო.