საგაზაფხულო სესიაზე დეპუტატები საერთო სასამართლოების
შესახებ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს საკითხს განიხილავენ. შეგახენებთ, პრეზიდენტმა სასამართლო რეფორმის მიზნით პარლამენტის მიერ დეკემბერში მიღებულ საკანონმდებლო პაკეტს ვეტო დაადო და შემდგომი მოტივირებული შენიშვნები შესთავაზა. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ პარლამენტმა უნდა გაითვალისწინოს პრეზიდენტის შენიშვნები.
შეგახსენებთ, მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში მიღებულ საკანონმდებლო პაკეტზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გუშინ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა. საკითხზე მომხსენებელი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე იყო.