ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქუთაისის N3 საჯარო სკოლასთან

პანდუსი მოეწყო. სკოლის დირექტორი თამაზ ჭაბუკიანი რადიო “ძველი ქალათან ” საუბრობს თუ რატომ გახდა აუცილებელი სკოლის პანდუსით აღჭურვა.

“ჩვენ არ გვყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეები სკოლაში და საკითხს ყოველთვის ვაყენებდით აქედან გამომდინარე გვინდოდა თუ არა პანდუსი. მაგრამ პრაგმატულად როდესაც შევხედეთ ამ საკითხს და მის მნიშვნელობაზე დავფიქრდით, ნამდვილად აღარ დადგა საკითხი საჭირო იყო თუ არა პანდუსი. ჩვენ ამ საქმის გაკეთებაში ქუთაისის მერია დაგვიდგა გვერდით. როდესაც მოვდივარ სკოლაში და პანდუსს ვუყურებ, ასე მგონია დიდი საქმე გავაკეთე.”- განაცხადა თამაზ ჭაბუკიანმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *