ქუთაისში,

“თი ბი სი გალერეაში”, მხატვარ ქრისტინა რობაქიძის სამხატვრო სტუდიის ბავშვების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.”ცოტა ჭრელი გამოფენა გამოვიდა რადგან, დღეს აქ წარმოდგენილია, როგორც სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნახატების გამოფენა, ასევე 4 წლის ბავშვების ნამუშევრები. თითოეული მათგანი ინდივიდუალურია და აქვს თავისებური ხელწერა, რაც მთავარია ყველას ძალიან უხარია, რადგან ეს მათთვის დებიუტია, განაცხადა ქრისტინა რობაქიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *