ზვიად ბოლქვაძე ლადო მესხიშვილის სახელმწიფო
დრამატულ თეატრში ქუთაისელი მსმენელის წინაშე პირველად წარსდგა. სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ქუთაისში კონცერტი გაიმართა. კონცერტში აგრეთვე მონაწილეობდნენ გიორგი ცაგარელი (ალტი), შაკო ღელეყვა(ბას-გიტარა) , ამირანდიასამიძე (კლავიში, აკორდეონისტი), ლევან აბშლავა (დასარტყამი ინსტრუმენტი).
კონცეტრიდან შემოსული თანხა ბერი ანდრიას ფონდში გადაირიცხება და სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა სახლის მშენებლობას მოხმარდება.
საქველმოქმედო კონცერტს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგნელები დაესწრნენ.
სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების სარეაბილიტაციო-სასტუმრო სახლის მშენებლობა იწყება. სარეაბილიტაციო სახლის მშენებლობა 2017 წლის აპრილში დაიწყება და სავარაუდოდ, 2018 წლის ოქტომბერში დასრულდება. ეს იქნება პირველი სახლი, სადაც სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვები და მათი ოჯახები სრულიად უფასოდ სარეაბილიტაციო მომსახურებას მიიღებენ. სარეაბილიტაციო სახლი ერთდროულად 20 ბავშვსა და მშობელს 24-საათიან მომსახურებას გაუწევს. ასევე, იმუშავებს დღის ცენტრი, სადაც 50 ბავშვი და მათი მშობლები დღის განმავლობაში საჭირო სერვისებს მიიღებენ.