ქუთაისის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შესარჩევი კონკურსი დასრულებულია.
ქუთაისის ტურუსტული ლოგოსა და სლოგანის შესარჩევი კონკურსი დასრულებულია.
ლოგოს და სლოგანის გამარჯვებული ავტორი შპს “ჰოლმსი და უოთსონი” გახდა. ქალაქის ლოგოსა და სლოგანის შერჩევა საზოგადოების ფართო განხილვის საგნად იქცა. თავად კონკურსი 2-ჯერ ვერ შედგა. სლოგანი ასე ჟერს: “ქუთაისი ღიმილის ქალაქი”. ვიდეო რგოლში კი, რომელიც ქუთაისის მერიის ვებ გვერდზეა განთავსებული ლოგოს განმარტებაა მოცემული. “ლოგოტიპში გამოყენებულია მთელი მსოფლიოსთვის ნაცნობი ღიმილის სიმბოლო. რომელსაც ავსებს ქალაქის პირველი ასო K”
ამ ეტაპზე, შესარჩევად წარდგენლი ნამუშევრებიდან ლოგოები იყო – 58, ხოლო სლოგანი – 33″ ქუთაისის მერია მიიჩნევს, რომ ქალაქის ახალი ტურისტული ლოგო და სლოგანი ქალაქს კიდევ უფრო მიმზიდველს და დასამახსოვრებელს გახდის ტურისტებისათვის. ამასთან, ადგილობრივი თვითმმართველობა გამოთქვამს მზადყოფნას, რომ ავტორთან შეთანხმებით, მომავალში საჭიროების შემთხვევაში განიხილოს ტურისტული აბრევიატურის შემდგომი დახვეწისა და გაუმჯობესების საკითხი. ქუთაისის მერია მადლობას უხდის კონკურსებში მონაწილე ყველა ადამიანს და კომპანიას, ასევე ყველა იმ პირს, რომლებმაც თავიანთი კომპეტენტური მოსაზრებები გამოთქვეს ქალაქის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შექმნის პროცესში” – ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გთავაზობთ ფოტო მასალას გამარჯვებული კომპანიის facebook-ის გვერდიდან.