ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დღეს ბაგა-ბაღების გაერთიანების სარჩელი უნდა განეხილა,
რომელიც მე-13 ბაგა-ბაღის გამგის, მაკა აბულაძის გათავისუფლების კანონიერად ცნობას ეხებოდა.
პროცესი დღეს, 12 საათზე უნდა გამართულიყო, თუმცა უცნობი ვადით გადაიდო.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ბრძანება ბათილად ცნო და სრულად დააკმაყოფილა მაკა აბულაძის სარჩელი ბაგა-ბაღების გაერთიანების მიმართ.