ქუთაისში ბუხაიძის
ქუჩაზე დამხმარე ნაგებობას ცეცხლი გაუჩნდა. როგორც რადიო “ძველ ქალაქს” აცნობეს შენობა გარაჟი იყო და სახლად იყენებდნენ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო- სამაშველო სამსახური და საპარტულო პოლიცია. შენობას საცხოვრებლად იყენებდნენ. რადიო “ძველ ქალაქს” სამაშველო სამსახურშ განუცხადეს, რომ ხანძარი ბუხაიძის ქუჩაზე ამ დროისთვის ლიკვიდირებულია და მას მსხვერპლი არ მოჰყოლია. რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, ამ დროისათვის უცნობია რა გახდა მისი გამომწვევი მიზეზი.