ქალთა მიმართ ძალადობის წინაღმდეგ
მიმართული 16 დღიანი აქტიური კამპანია “16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ” დაიწყო. “ყოველწლიურად, ტრადიციულად ფონდი “სოხუმი” ამდღეს მართავს აქციებს,დღეს აქცია 3 საათზე დაიწყო და ერთდროულად ტარდება საქართველოს 9 ქალაქში.მოვუწოდებთ ყველას და ასევე ადგილობრივ თვითმმართველობას, გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ,”- განაცხადა ფონდი”სოხუმის” საინფორმაციო სექტორის ხელმძღვანელმა ლალი შენგელიამ.
მომდევნო აქცია მესხიშვილის თეატრის წინ ხვალ 13:00 საათზეა დაგეგმილი.