ქუთაისში გზების მოწესრიგების პრობლემა კვლავ აქტუალურია.

საკრებულოს დეპუტატებმა სხვადსხვა ქუცების პრობლემების შესახებ დღეს სხდომაზე ისაუბრეს. “ვაჟა-ფშაველას 76 ნომერთან გაჭრილ ორმოსთვის მალე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება მოგვიწევს. იმდენია ხანია უკვე გაჭრილია. თითქოს ეს გააკეთეს, მაგრამ გაკეთდა პირველ წვიმამდე. წვიმამ გამორეცხა და დატოვა ისევ ლამაზი კვადრატი. მოტანენ რაღაცას გადააყრიან, მოწვიმს, ჩარეცხავს”, – განაცხადა საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ამირან ძოწენიძემ.
ამირან ძოწენიძემ დეპუტატებს, ადგილობრივ თვითმმართველობას შესთავაზა წინადადება, რომ შემსრულებელმა კომპანამ ვინც გზას აკეთებს არ მიიღოს უფლება მანამდე, ვიდრე შესაბამის თანხას ქუთაისის თვითმმართველობაში არ ჩარიცხავს. “მერე ქუთაისის მერიამ თვითონვე არადგინოს ეს გზა. ამას კარგი შედეგები ექენება. ერთი ის, რომ უფრო ხარიასხიანი იქნება გზა, მეორე- თუ საქმე ეხება ასფალტს, ხშირ შემთხვევაში იმის გამო, რომ ასფალტის მოპოვება ჭირს მცირე რაოდენობით. ხშირად შემსრულებელი უდიერად ეკიდება თავის საქმეს. მე მგონია, დამტავრდება ამით იმაზე საუბარი, რომ ეს არის წყალკანალის გაფუჭებული და ა.შ. ეცოდნიება ყველას, თვითმმართველობას, მოსახლეობას, რომ ნებისმიერი გაჭრილი გზა ეს არის პასუხისმგებლობა მერის და მერიამ უნდა გააკეთოს”, – აღნიშნა სხდომაზე ამირან ძოწენიძემ.
ქუთაისის მერმა საკრებულოს დეპუტატს უპასუხა, რომ მათ ეს იდეა აქვთ, მაგრამ ეს კომპანია “SMK”-ს შემთხვევაში ვერ გამოდეგბა, თუმცა რაც შეეხება გზის პატარა გადაჭრებს ამ შემთვევაში იდეა გამოდგება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *