ქუთაისში “შემოდგომის ფესტივალი”
მონ პლეზირის თაღის ტერიტორიაზე გაიმართა. მას ორგანიზება ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილებამ გაუწია. მონ პლაზირის თაღის მიმდებარე ტერიტორია მოირთო საშემოდგომო თემატიკის შესაბამისად: ხილის გირლიანდებით, ეთნოგრაფიული კუთხეებით, ურმით, სოფლის ორღობეებით, თივის ზვინებით, თიხის ჭურჭლით, დაწნული კალათებითა და გამოფენილი სოფლის ნობათით, მოდუღდეა თათარა, და მონ პლაზირის ერთ კუთხეში ასევე განთავსდა ქუთაისური ქალაქური სალონური ცხოვრების ამსახველი კუთხეები.