ძლიერმა ქარმა წყალტუბოში კორპუსები და სოფლებში
სათბურები დააზიანა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შექმნილია სტიქიის კომისია, რომელიც ზარალს აღრიცხავს.
ძლიერი ქარის გამო ელექტროელენერგია არ მიეწოდება ქ. წყალტუბოს გარკვეულ უბნებს და რამდენიმე სოფელს. ქ. წყალუბოში თბილისის ქ. #3 კორპუსზე გადახდილია სახურავი.
საყულიასა და ოფშკვითში დაზიანებულია 280 სათბური. ამავე სოფლებში ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა საბავშვო ბაღებს.
უამინდობის გამო სწავლა შეწყვეტილია სოფელ გეგუთის საბავშვო ბაღში.