ქუთაისში, ძლიერმა ქარმა ნიკეას ქუჩაზე მდებარე საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანილი ავტომობილები დააზიანა.
თვითმხილველებმა რადიო “ძველ ქალაქთან” განაცხადეს, რომ ქარმა სახურავი გადმოაგდო, რომელმაც ავტომობილები დააზიანა.
თვითმხილველი ასევე აცხადებს, რომ ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო სამსახური არის მობილიზებული.
რადიო ” ძველი ქალაქი” სამაშველო სამსახურს დაუკავშირდა, სადაც აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ შემთხვევის შედეგად 13 ავტომობილი დაზიანდა.