სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი”
პროგრამას იწყებს სახელწოდებით “ამბავი ქალზე”.
პროგრამის მიზანია ქუთაისში მცხოვრები ქალბატონების მოტივირება, იყვნენ ადგილობრივ და ქვეყნის დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულნი, იყვნენ ინფორმირებულები თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივ და ქვეყნის დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი ჩართულობა.
შეხვედრებს ექნება „Storytelling”–ის ფორმატი, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ტექსტის ორიგინალურობასა და თავისთავად აუცილებელ გამართულობას, არამედ სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალების (ვიზუალიზაციების, აუდიო სლაიდშოუებისა და ა.შ.) გამოყენებას.
შეხვედრებს ეყოლება ერთი მუდმივი სპიკერი ნათია გუდავა. ნათია 2014 წლის არჩევნებში მონაწილეობდა; იყო დამოუკიდებელი კანდიდატი N42, საფიჩხიის N59.06 საარჩევნო ოლქში; ამ ეტაპზე მუშაობს ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში, არის ტრენერი და კოორდინატორი.
“გვინდა შევქმნათ ალეტრნატიული სივრცე ქალბატონებისთვის, რომლებიც არიან დიასახლისები. ჩვენ გვინდა კომფორტული ზონიდან გამოვიყვანოთ დედები და ჩავრთოთ აქტიურ ცხოვრებაში. გვინდა იყოს მეტი აქტიური ქალბატონი ჩვენს ირგვლივ. დასწრება შეხვედრებზე თავისუფალია და შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს დასწრება”– ამბობს გვანცა თოთაძე, RICDOG გენერალური მდივანი.
შეხვედრები ორ კვირაში ერთხელ, შაბათ დღეს, 12:00 საათზე ჩატარდება. პირველი შეხვედრა 12 ნოემბერს ჩაინიშნა თემაზე: “პოლიტიკური არჩევანი და პერსონალური დამოუკიდებლობა”.
მომდევნო შეხვედრებზე ნათია გუდავას ეყოლება თანა–წამყვანები, აქტიური ქალბატონები, რომლებიც ასევე პირად მაგლითებზე დაყრდნობით მოყვებიან საინტერესო მამოტივირებელ ამბებს.
შეხვედრები RICDOG ოფისში, კუპრაძის 7 ნომერში ჩატარდება.