ეტლით მოსარგებლე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს, სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან თავის არიდების გამო სასამართლოში იბარებენ.
„ვიცინოთ, ვიცინოთ, სხვა რა დაგვრჩენია. გამიგია, კარგიაო. სიცოცხლეს ახანგრძლივებსო. ვიცინი, აბა ხო არ ვიტირებ? სატირლად კი აქვს ქვეყანას საქმე, მაგრამ… წავალ და კარტოფილს მაინც დავთლი ხოლმე წვნიანისთვის“, – ეს სიტყვები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე იკო იაკობიძეს ეკუთვნის, რომელიც ეტლით გადაადგილდება და რომლის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთ საათში დაიწყება. იკო იაკობიძეს სახელმწიფო სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან თავის არიდებაში სდებს ბრალს და ამ ეტაპზე, მისთვის 1000- ლარის ოდენობის ჯარიმის დაკისრებას მოითხოვს.
საქმე ისაა, რომ იკო იაკობიძე, დაბადებიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსტით სარგებლობს, თანაც პირველი ჯგუფის ინვალიდია და მომვლელს საჭირიოებს, რაც ყველა დოკუმენტში ოფიციალურად არის გაწერილი.
როგორც გავარკვიეთ, იკო იაკობიძეს პირველად არ სთხოვენ ჯარში სამსახურს. მას შემდეგ, რაც ის თვრამეტი წლის გახდა, სამხედო სავალდებულო სამსახურში გაწვევის უწყება, ყოველ წელს მისდის, თუმცა საქმე აქამდე სასამართლომდე არ მისულა.
„რამდენიმე დღის წინ, კიდევ მესტუმრნენ კომისარიატიდან, რატომ არ მოდიხარ ჯარშიო. კარგად შემხედეთ, ეტლის გარეშე გადაადგილება თუ შემიძლია-მეთქი ვუთხარი. უი, ბოდიში, ამის მერე, თქვენ აღარ შეგაწუხებთ არავინო, მითხრეს და წავიდნენ. რამდენიმე დღეში კი უწყება სასამართლოდან მომივიდა, იქ მიბარებენ“, – ამბობს იკო იაკობიძე. ჟურნალისტთა ქსელთან საუბარში და სასამართლო პროცესისთვის ემზადება.
„ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ იმედს იტოვებს, რომ ისევ გაურკვევლობას აქვს. იმედს ვიტოვებთ, ბოლოს და ბოლოს, ამჯერად სასამართლო მაინც დაადგენს, რომ დაბადებიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს, რომელიც მომვლელს საჭიროებს და სახელმწიფოსგან დანიშნული ინვალიდის პენსიით სარგებლობს, სამხედრო სამსახური სახელმწიფომ არ უნდა დაავალდებულოს.