2018 წლიდან ავტომობილების პერიოდული
სავალდებულო ტესტირება ძალაში შედის. ჯერჯერობით განსაზღვრული არაა ტესტირები ღირებულება. ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ტესტირების ფასი მას შემდეგ დადგინდება, რაც საკონსულტაციო კომპანიასთან მოლაპარაკებები გაიმართება.”კომპანიებს, რომლებიც ბაზარზე შემოვლენ, მოუწევთ აკრედიტაციის გავლა. ეს არის სტანდარტული პროცედურა, აკრედიტაციის ორგანოს ინსპექტირების შესაძლებლობა ექნება და შემოწმება იმისა თუ რამდენად აკმაყოფილებენ ეს კომპანიები იმ სტანდარტებს , რომელიც ჩვენ კონსულტანტთან ერთად უნდა შევიმუშაოდ. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ საერთაშორისო კონსულტანტი მოვიწვიოთ, რომელიც ჩვენთან ერთად სტანდარტებს შეიმუშავებს, რომელიც კორუფციას გამორიცხავს . კორუფცციასთან მიმართებაში თუ როგორრ ვფიქრობთ ჩვენ წარმოვიდინოთ, არსებობს ცენტრალური ბაზა, რომელშიც ავტომობილის ინსპექტირების დაწყების მომენტიდან პრაქტიკულად აისახება ნებისმიერი ინფორმაცია,”- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.