“არ უნდა მივცეთ საშუალება,
რომ ადმინისტრაციული რესურსი რაიმე ფორმით იყოს გამოყენებული”, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე იმსჯელეს. “ვიმსჯელეთ მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით. არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ადმინისტრაციული რესურსი რამე ფორმით იყოს გამოყენებული. ჩვენ გავიარეთ კონკრეტული შემთხვევები, იყო შემთხვევები, როდესაც იყო ინფორმაცია და არ დადასტურდა, იყო შემთხვევები, სადაც დადასტურდა,” – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. ცესკო არჩევნებისთვის 2 226 600 ბიულეტენს ბეჭდავს.