კობა ნარჩემაშვილი ქუთაისში 90-ე უბანზე მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა.
მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადება სოციალური ქსელით გამოქვეყნდა. “მინდა დავგმო ის ფაქტები,რომელიც #90-ე უბანზე დაფიქსირდა, როდესაც ჟურნალისტებს არ მისცეს საშუალება, შეესრულებინათ საკუთარი პროფესიული მოვალეობა. სწორედ მსგავს ფაქტებს ებრძოდა “ქართული ოცნება” და არაფრით უნდა დავუშვათ განმეორდეს ის, რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა. იმედი მაქვს, აღნიშნულ ფაქტს სამართალდამცავი ორგანოები ობიექტურად და დეტალურად გამოიძიებენ. გამოკვეთენ ყველა მონაწილე მხარის ქმედების შინაარსს, ხასიათს და მისცემენ შესაბამის სამართლებრივ შეფასებას”, – ნათქვამია განცადებაში.