რადიო “ძველ ქალაქთან” საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ
, რომ კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებული საკითხების განიხილვა დასრულდა. ასევე განმარტავენ, რომ 28 შესული საჩივარი 21 საკითხად იქნა ჩამოყალიბებული.
” რამდენიმე საჩივარი, რომელიც ერთ უბანს შეეხებოდა, მოხდა ამ საჩივრების შეერთება, რამდენიმე საჩივარი დარჩა განუხილველი, რადგან ერთ შემთხვევაში დარღვეული იყო საჩივრის დაწერის ვადები, მეორე შემთხვევაში კი არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა” საჩივარი საერთოდ მოხსნა, რადგან ადგილზე იყო რეაგირება მოხდენილი. ორი საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და რამდენიმე საუბნო კომისიის წევრს დაეკისრა დისციპლინარული პასუხიმსგებლობა,”- განაცხადა ქუთაისის საარჩევნო საოლქო კომისისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ია იაშვილმა.