” ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 49- ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი წერეთელი 8 ოქტომბრის არჩევნებს უარყოფითად აფასებს:
“ის შეუმჩნეველი მომენტები, გარე თვალისთვის რაც თითქოს სიშვიდეს გვაჩვენებდა, კამპანიის დროს იყო სრულიად განსხვავებული. მიმდინარეობდა ზეწოლა, ჩვენს აქტივისტებზე, იყო უამრავი მოსყიდვის ფაქტიც. რაც შეეხება ზეწოლებს, განსაკუთრებულად კრიმინალური სამყაროს მხრიდან ეს ჩანდა უბნებზე , სადაც მობილიზებული იყო ასეთი თიპის ადამიანების გარკვეული რაოდენობა. ყვეაზე ნათელი მაგალითი, თუ რა ხდებოდა ქუთაისში, ამაზე ნათელი მაგალითია 90-ე უბანი.არჩევნების კენჭისყრის პროცესამდე და მის მერეც. ჩემს სამაჟორიტარო ოლქში 1000-ზე მეტი ხმა არის გაბათილებული და სავარაუდოდ, ამ ბიულეტენების უმეტესობა ჩემი ხმა იყო. ასე არის გამოსული ინფორმაცია უბნებიდან, სადაც ჩვენმა კომისიის წევრებმა ვერ მოახრხეს დაცვა, იმიტომ რომ გადაწყვეტილებას იღებდა კომისიის უმრავლესობა და აქ 12 ადამიანია და ჩვენი ერთია”,- ამბობს გიგი წერეთელი. როგორი იქნება პარტიის პოზიცია, მეორე ტურთან დაკავშირებით, ამაზე იმსჯელებენ მას შემდეგ, რაც გამოცხადდება ცესკოს საბოლოო მონაცემები.