ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ხონისა და ვანის გაერთიანებულ
54-ე მაჟორიტარულ ოლქში “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი გრიგოლ ლილუაშვილი ლიდერობს.
54-ე მაჟორიტარულ ოლქში ამ დროისთვის 60 უბნიდან დათვლილია 58 უბნის მონაცემები, რომლის თანახმადაც, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ლილუაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 59.13%, “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატმა ზურაბ ჯიბუხაიამ 22.48%, “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” მაჟორიტარობის კანდიდატმა მელორ ტყეშელაშვილმა 11.95% მიიღო.