ქუთაისში 90-ე საარჩევნო უბანზე ქართული ტელევიზიის გადამღები ჯგუფებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
კერძოდ, იბერიის, GDშ-ის და სხვა ტელეკომპანიის წარმომადგენლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფასთან ერთად კამერებიც დაუმტვრიეს. როგორც ცნობილი გახდა დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ქუთაისის 90-ე უბანზე ქართული ოცნების მხარდამჭერები მივიდნენ, რომელთაც დიასპორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, რატი რეგაძეც, ახლდა. მათ ჟურნალისტებს გადაღების შეწყვეტა მოსთხოვეს, რასაც ფიზიკური ანგარიშსწორება მოჰყვა.