ქუთაისის # 24-ე საარჩევნო უბანზე “ეროვნული ფორუმის” დამკვირვებელმა ვიდეოკამერის გათიშვა გააპროტესტა.
კომისიის წევრთა წინააღმდეგობის მიუხედავად, მან ჩანაწერთა წიგნში შენიშვნა მაინც დაწერა.
კომისიის თავმჯდომარის თამარ ნადირაძის თქმით, ვიდეოკამერა იმ სკოლას ეკუთვნის, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული და გადაწყვეტილებაც სკოლის ადმინისტრაციამ მიიღო.
“ვიდეოკამერა არის სკოლის საკუთრება და სწორედ მათი მოთხოვნით გავთიშეთ კამერა”,-განაცხადა თამარ ნადირაძემ.
უბანზე ვიდეომონიტორინგს აწარმოებს “თავისუფალი ზონა”.
#24-ე უბანზე 1449 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
17:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში 491-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.