კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით

 

, ამ დროისთვის ქუთაისში არჩევნებში მონაწილეობა 46 588–მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 28,81% შეადგენს.

“აქტივობა ისევ მაღალია, ისევ რიგებია ზოგიერთ უბნებზე, ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიაში 12 საჩივარია შესული, რომლებიც პროცედურული საკითხების დარღვევას წარმოადგენს. რაც შეეხება #79 და #117 საუბნო საარჩევნო კომისიებში გადასატანი ყუთების ბათილობის საკითხს, ისინი შესაძლებელია გაუმქდეს, რადგან დარღვეულია ის პროცედურა, რომელიც უნდა განხორციელებულიყო გადასატანი ყუთის გადატანის დროს. ამის შესახებ კომისია გადაწყვეტილებას ხმის მიცემის პროცედურების დასრულების შემდეგ მიიღებს,” – განაცხადა ავთანდილ ოსეფაიშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *