წყალტუბოში არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
წყალტუბოს ოქლში 68 უბანი ფუნქციონირებს. წყალტუბოს 58-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თვამჯდომარის გიორგი ნიჟარაძის თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ დარღვევას ჰქონდა ადგილი: „ოლქში 68-ვე უბანი 07:00 საათძე გაიხსნა. შემოვიდა მხოლოდ ერთი საჩივარი პროცედურასთან დაკავშირებით. წილის ყრის დროს გადასატან ყუთზე წარმომდაგნელეთან დაკავშირებით.ჯერჯერობით სხვა დარღვევევბის შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა“, – განაცხადა გიორგი ნიჟარაძემ.
#57, #57 და #50 საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩეველი 08:03 წუთზე მივიდა. ამ უბნების საარჩვენო კომისიის თვამჯდომარის, მერაბ ქაჯაიას თქმით, დარღვევესბ ადგილი არ ჰქონია და უბანი ჩვეულებრივად 07:00 საათზე გაიხსნა. 9 საათისთვის გაიტანეს გადასატანი ყუთიც. გადასატან ყუთში ამ უბანზე 29 ამომრჩველი ფიქსირდება.
არჩევნები წყალტუბოში ამ ეტაპზე მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.