“თაღლითები და გაიძვერები”, გაბითურებულ გოროდნიჩთან ერთად საღორეში აღმოჩნდებიან.
ეს დასასრულია, რომელსაც საწყისიც და გაგრძელებაც ყველა ეპოქაში აქვს. ნიკოლოზ გოგოლის “რევიზორი”, მესხიშვილის თეატრის სცენაზე საპრემიერო ჩვენებით, სეზონის გახსნით წარმოადგინა რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ. წითელი კალმით შეკვეცილი ყველა დროის კლასიკა, საგალობლებისა და სიხარულიძისეული “გოჭი”-ს დამატებით, როგორც იგავ-არაკი ისე იხილა მაყურებელმა. ნაწარმოების ფაბულა ყველასთვის ცნობილია: ქალაქში რევიზორს ელოდებიან, რომელიც შიშს იწვევს ჩინოვნიკებში. ქალაქის თავს კი სურს ყველაფერი იდეალურად წარმოაჩინოს. შემთხვევით, ქალაქში მოხვედრილ ახალგაზრდას, რომელიც “ის” გონიათ, საკუთარი ქალიშვილი მიათხოვოს და მომავალი ცხოვრება უზრუნველად გაატაროს. ყველა ჩინოვნიკი თავისას ცდილობს, როგორმე მოაწონოს და გადაირჩინოს თავი. თითქოს წარსული და ახლანდელობა უცვლელი რჩება. კლასიკური ნიმუში, ხომ დროსა და სივრცეში შეუზღუდავია. ერთმანეთის დაბეზღება, ქრთამის შეთავაზება, მედროვეობა, პირადი კეთილდღეობა, ამბიცია, შური…. და ბოლოს ყველაზე დიდი ტყუილი და სანაგვე, რომელშიც ისინი აღმოჩნდებიან.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელსა და სპექტაკლის რეჟისორს, გიორგი სიხარულიძეს მიაჩნია, რომ სცენიდან ნაჩვენები ურთიერთობები წარსულია და არ სურს რეალობა იყოს. “ეს ჩვენი ქავეყნის უახლოესი წარსული იყო, იმის საფრთხე, რომ განმეორდეს რაელურად არსებობს, სწორედ ამიტომ ვდგამთ ამ სპექტაკლს, რათა შევახსენოთ საზოგადოებს, რა იყო. ეს არის რეალობა რაც მე გადამხდა, რაც ჩვენს საზოგადოებას გადახდა. სწორედ ამაშია გოგოლის გენიალურობა, ის ყველა ეპოქასა და ქვეყნისთვის თანამედროვეა”.
სეცნაზე 25 მსახიობი თამაშობს და ყველა მათგანის როლი მნიშვნელოვანია. მნიშვვნელოვანია მუსიკა, ქრისტიანული საგალობლები რომელიც თითქმის უწყვეტად ჟღერს სპექტაკლის მიმდინარეობისას. მნიშვნელოვანია კოსტიუმები, რომელიც დიზაინერმა ესმა ხეცურიანმა შექმნა. მხატვრობა, რომელის შემსრულებელიც რამაზ ფორჩხიძეა.
ეს არის სპექტაკლი, რომელიც ყველამ უნდა ნახოს!