განათლებისა და მეცნიერების მინისტრს სურვილი აქვს სასწავლო საგნებზე მორგებული კომპიუტერული თამაშები შეიქმნას.
ამის შესახებ ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“ფაქტიურად ყველა ტექნოლოგიურ კომპანიას ვხვდებით და გვინდა კონტენტის მუდმივმოქმედი წარმოება გავაკეთოთ, ოღონდ, არა ჩვენი დაკვეთით, არამედ აქაც გავხსნათ ბაზარი და ვთქვათ, რომ ჩვენ ვაპირებთ ფული ვუხადოთ კომპანიებს, რომლებიც ისეთ საიტებს, თამაშებს გამოიგონებენ, რომლებიც ბავშვებს გამოადგებათ. მაგალითად, ჩვენ ვაპირებთ, “ვეფხისტყაოსნის” კომპიუტერული თამაში გაჩნდეს, მართლა ვაპირებ. თუ, კომპიუტერული თამაში მიესადაგება ქიმიას, იქაც მინდა გაჩნდეს. ისტორიას ვიცით, რომ ნამდვილად მიესადაგება. ყველა საგანში მინდა გაჩნდეს კომპიუტერული თამაშები,” – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.