“საერთაშორიოსო გამჭვირავლობა – საქართველო” მუნიციპალიტეტების მიერ მოქალაქეებისთვის მოკლე ტექსტური შეტობინებების გადაზავნას ეხმაურება.
შეტყობინენებით მოქალაქეებს ამა თუ იმ პროექტის მიმდინარეობის ან უკვე განხორციელების შესახებ ინფორმაცია მისდით. ორგანიზაციის განცხადებით, ეს ფაქტი შესაძლოა აღიქვას, როგორც მმართველი პარტიის სასარგებლოდ ამომრჩეველზე პირდაპირი გავლენის მცდელობა.
“მისასალმებელია, რომ მუნიციპალიტეტებმა მოქალაქეებთან ეფექტური კომუნიკაციის საშუალება აირჩიეს, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდში ასეთი გააქტიურება რამდენიმე მიმართულებით კითხვებს აჩენს.
განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მაშინ, როდესაც არჩევნებამდე სულ ცოტა დრო არის დარჩენილი, შეიძლება აღქმული იქნას, როგორც მმართველი პარტიის სასარგებლოდ ამომრჩეველზე პირდაპირი გავლენის მცდელობა; მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებში არ არის მოწოდება მმართველი პარტიის სასარგებლოდ, ცხადია, რომ მოქმედი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებზე საუბარი ირიბად მაინც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს შეიცავს, მითუმეტეს, რომ მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში მსგავსი სერვისის გამოყენება მხოლოდ ახლა, წინასაარჩევნო პერიოდის დასასრულს დაიწყეს.
კითხვის ნიშნებს იწვევს თავად ამ შეტყობინების მიმღებთა პერსონალური ინფორმაციის ხელშეუხებლობაც: მუნიციპალიტეტებს არ განუმარტავთ, რა წყაროებით მოიპოვეს კონკრეტულ მუნიციპალიტეტში დარეგისტრირებული პირების პირადი სატელეფონო ნომრები”, – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირავლობა- საქართველოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
არჩევნებამდე 2-3 კვირით ადრე მოქალაქეებს მსგავსი შეტყობინებები მიუვიდათ ბათუმის, ქობულეთის,ქუთაისის, ხაშურის, წყალტუბოს, მარტვილის, ზუგდიდის, თელავის, ოზურგეთის, ზესტაფონის, ქედის,ფოთის, სენაკის და ახალციხის მცხოვრებლებს.