“საერთაშორიოსო გამჭვირავლობა – საქართველო” მუნიციპალიტეტების მიერ

მოქალაქეებისთვის მოკლე ტექსტური შეტობინებების გადაზავნას ეხმაურება. შეტყობინენებით მოქალაქეებს ამა თუ იმ პროექტის მიმდინარეობის ან უკვე განხორციელების შესახებ ინფორმაცია მისდით. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს მიმართავს, გამოიკვლიოს, როგორ მოიპოვეს მუნიციპალიტეტებმა, მოქალაქეთა სახელზე რეგისტრირებული სატელეფონო ნომრები.
“კითხვის ნიშნებს იწვევს თავად ამ შეტყობინების მიმღებთა პერსონალური ინფორმაციის ხელშეუხებლობაც: მუნიციპალიტეტებს არ განუმარტავთ, რა წყაროებით მოიპოვეს კონკრეტულ მუნიციპალიტეტში დარეგისტრირებული პირების პირადი სატელეფონო ნომრები”, – განცხადებაში, რომელსაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *