“ქართული ოცნება – დემოკრატიული
საქართველოს” წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ცოტნე ზურაბიანი მედიის წარმომადგნელებს შეხვდა. მან მოსახლეობასთან შეხვედრები შეაჯამა და აღნიშნა, რომ წაყლტუბოს მოსახლებოსთვის მთავარი სოციალური პრობლემების მოგვარებაა. მან აგრეთვე ყურადღება გაამახვილა წყალტუბოზე, როგორც მწვანე ქალაქზე და მის ტურუსტულ პოტენციალზე.
“შევაჯამეთ მოსახლეობასთან შეხვედრიზს პირველი ეტაპი. დავგეგმეთ ათდღიანი კამპანია სადაცმაქსიმალურად გვექნება წარმოჩენილი წყალტუბოს, როგორც მწვანე ქალაქის პოტენციალი. ჩატარდება ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესთან და მეწარმეებთან შეხვედრა, ბიზნეს ფორუმი – თითოეულ შეხვედრაზე წარმოჩენილი იქნება წყალტუბოს ტურისტული პოტენციალი და საუბარი იქნება თუ რატომ არის წყალტუბო კარგი ადგილი ინვესტიციის ჩადებისთვის. თითოეული დღე წყალტუბოსთვის მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმიტ, წყალტუბოშიაკეთდა ახალგაზრდული დაწესებულება, რომელიც მოემსახურება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც სურს ჩაატაროს სხვადასხვა საგანმანათლებლო შეხვედრები.